11:37 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-20 16:02:01, 1104 ნახვა

კომენტარი
ანდრია ჯაღმაიძე - უფლის წყალობით მე ვუძლებ, დათო ტურაშვილი კი, სამწუხაროდ, საავადმყოფოში მოხვდა

უფლის წყალობით, მე ვუძლებ, დათო ტურაშვილი კი სამწუხაროდ საავადმყოფოში მოხვდა!, - ასე გამოეხმაურა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე მწერალ დათო ტურაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, რომლის გამოც იგი ტელეკომპანია "ფორმულას" პირდაპირი ეთერის შემდეგ, საავადმყოფოში მოხვდა.

ჯაღმაიძის თქმით, სიტყვებიც შეიძლება მკვლელობის იარაღად იქცეს, აქედან გამომდინარე ის იტოვებს იმედს, რომ დათო ტურაშვილი იქნება იმის მაგალითი, რომ დეზინფორმაცია და ცილისწამება ტელევიზიებში აღიკვეთოს და იქნას თავიდან აცილებული.

"არაა იოლი გასაძლები! ვიცით, ვის რის ფასად უჯდება პატივისა და ღირსების შელახვის დათმენა?! უფლის წყალობით, მე ვუძლებ; აი, დათო ტურაშვილი კი სამწუხაროდ საავადმყოფოში მოხვდა! მინდა ჯანმრთელობა ვუსურვო მას და ასევე ვისურვო, რომ ჩვენი საზოგადოება მეტად დაუფიქრდეს მის ნათქვამს, რომ სიტყვებიც შეიძლება მკვლელობის იარაღად იქცეს!

ახლა კონკრეტულს არაფერს შევახსენებ ტელევიზიებს, რომლებსაც არაერთხელ ანალოგიური რამ გაუკეთებიათ, და მათ შორის ჩემს მიმართაც, ინტერნეტსივრცე კი, ისეთი რეალობაა, რომ, თუ იქ ერთხელ რამე მოხვდა, მუდმივად რჩება და მუდმივად შეგვახსენებს ამას.

ამ ტელევიზიების საყურადღებოდ მინდა ვთქვა: კარგია, დათო ტურაშვილს რომ ექომაგებით, მართლაც დაინახეთ რომ მკვლელობის, სამშობლოს ღალატისა და სხვა ცილისწამებათა დაბრალება ცუდი საქციელია?! იმედი ვიქონიოთ, რომ ხვალიდან ამგვარ უღირს საქციელს თავადაც მოერიდებით? ან შენდობას ითხოვთ უკვე ჩადენილზე? ან ამ პოსტს მშვიდად და გაცნობიერებულად მიიღებთ?", - წერს ჯაღმაიძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არააკრედიტირებული უნივერსიტეტების 2010 წლამდე გაცემული დიპლომი აღიარებული იქნება - მიქანაძე
EUA საქართველოს განათლების რეფორმაზე: ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს უნივერსიტეტების ეფექტურობაზე
ზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
პუტინმა „აღდგომის ზავი“ გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics