03:12 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-09 22:12:19, 1332 ნახვა

სხვადასხვა
თბილისის მერია - კრწანისის რაიონში, აფხაზეთის ქუჩაზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება

კრწანისის რაიონში, აფხაზეთის ქუჩაზე წყალარინების ქსელის მოწყობის გამო, 10 იანვრიდან 10 მაისის ჩათვლით, საავტომობილო გადაადგილება შეიზღუდება. შეზღუდვა აფხაზეთის პირველ და მეორე ჩიხს, ასევე, აფხაზეთის ქუჩას (ცოტნე დადიანის ქუჩიდან აფხაზეთის მესამე ჩიხამდე არსებული საგზაო მონაკვეთი) შეეხება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

სამუშაოების განმავლობაში, ავტომობილები აფხაზეთის ქუჩიდან გადაადგილებას შეძლებენ გაგრის, ილორის, ხვიტიასა და ცოტნე დადიანის პირველი გასასვლელის მიმართულებით. მოძრაობა ასევე, დასაშვები იქნება ერეკლეს, თამარ მეფის, გულბაანის, სოხუმის, პატარაიასა და დავით აღმაშენებლის ქუჩების გამოყენებით.  ანალოგიური მარშრუტი იმოქმედებს უკუმიმერთულებით გადაადგილებისას.

დროის აღნიშნულ პერიოდში, მიკროავტობუსი N412 რუსთავის გზატკეცილიდან (ქვემო ფონიჭალა, კორპუსი N19-ის მიმდებარედ) აფხაზეთის ქუჩამდე (აფხაზეთის III ჩიხი გადაკვეთა) იმოძრავებს. უკუმიმართულებისას, მიკროავტობუსი მგზავრებს ანალოგიური მარშრუტით მოემსახურება.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics