03:12 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-27 14:05:05, 1519 ნახვა

სხვადასხვა
როსკომნაძორს მიენიჭა უფლება დაბლოკოს საიტები ე.წ ლგბტ პროპაგანდით

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა ხელი მოაწერა მთავრობის განკარგულებას, რომელიც ცვლის როსკომნაძორის აკრძალული ინფორმაციის რეესტრს.

ახლა ამ რეესტრში მოხვედრის საფუძველი იქნება „ინფორმაცია, რომელიც ხელს უწყობს არატრადიციულ სექსუალურ ურთიერთობებს და (ან) პრეფერენციებს, პედოფილიას, სქესის შეცვლას“. რომელი საიტები შეესაბამება ამ განმარტებას, გადაწყვეტს Roskomnadzor.

კანონს, რომელიც აწესებს „არატრადიციული ურთიერთობების პროპაგანდის“ და ლგბტ ადამიანების შესახებ ინფორმაციის გავრცელების სრულ აკრძალვას 5 დეკემბერს ვლადიმერ პუტინმა მოაწერა ხელი. მეორე დღესვე რუსულმა წიგნების მაღაზიებმა დაიწყეს გაყიდვიდან ზოგიერთი წიგნის გამოტანა, რომელიც შესაძლოა ამ კანონს ექვემდებარებოდეს.

ადრე რუსეთის კანონმდებლობა ითვალისწინებდა მხოლოდ „ლგბტ პროპაგანდის“ აკრძალვას არასრულწლოვანთა შორის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics