03:19 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-10 21:29:10, 2085 ნახვა

სხვადასხვა
უკრაინის პირველი პრეზიდენტი ლეონიდ კრავჩუკი გარდაიცვალა

88 წლის ასაკში უკრაინის პირველი პრეზიდენტი ლეონიდ კრავჩუკი გარდაიცვალა. ინფორმაცის კვარვჩუკის ოჯახი ავრცელებს.
2021 წელს ლეონიდ კრავჩუკს გულის პოერაცია გაუკეთეს. 

1990 წელს ხელმძღვანელობდა საბჭოთა უკრაინას, როგორც მაშინდელი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. 1991 წლის დეკემბერში ის აირჩიეს დამოუკიდებელი უკრაინის პირველ პრეზიდენტად. კრავჩუკმა უკრაინის სახელით, ხელი მოაწერა ცნობილ ბელოვეჟის შეთანხმებას სსრკ-ის დაშლის შესახებ.

1994 წლის სექტემბერში ის აირჩიეს უკრაინის უმაღლეს რადაში. მოგვიანებით შეუერთდა საკონსტიტუციო ცენტრის დეპუტატთა ჯგუფს. 1998 წელს ხელახლა აირჩიეს უკრაინის უმაღლეს საბჭოში უკრაინის სოციალ-დემოკრატიული პარტიის (გაერთიანებული) პარტიული სიის ლიდერად. 1998 წლიდან არის SDPU(u) და SDPU(u) პოლიტბიუროს წევრი.
2015 წელს კრავჩუკი გახდა ნატოს საზოგადოებრივ ორგანიზაციაში მოძრაობა უკრაინისთვის თავმჯდომარე. 2016 წელს მან განაცხადა, რომ უკრაინელი ხალხი იყო სსრკ-ს მესაფლავე. 
2020 წლის 28 ივლისიდან 2022 წლის 21 თებერვლამდე - დონბასში სიტუაციის მოგვარების საკონტაქტო ჯგუფის თავმჯდომარე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics