|
2022-04-02 11:33:22, 1083 ნახვა
სხვადასხვა
ომის დაწყებიდან კიევში 154 მაღლივი შენობა დაზიანდა
კიევში, მტრის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან, 154 საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა. ამის შესახებ კიევის საქალაქო ადმინისტრაციის ტელეგრამის არხი იტყობინება. „კიევში, მტრის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან, დაზიანებულია 154 საცხოვრებელი კორპუსი, 20 კერძო საკუთრება, 27 საბავშვო ბაღი და 44 სკოლა“, - ნათქვამია ანგარიშში. კიევის საქალაქო ადმინისტრაციამ დასძინა, რომ ექსპერტთა ჯგუფი მუშაობს დედაქალაქში, რათა შეაფასოს ზარალი ქალაქის ინფრასტრუქტურაზე, საცხოვრებელ კორპუსებსა და კერძო საკუთრებაზე. მასში შედიან მშენებლები, ინსტიტუტების წარმომადგენლები და ეკონომისტები. „სწორედ ისინი მიაწვდიან ქალაქს წინადადებებს სამუშაო გეგმაზე და ზარალის აღდგენის სავარაუდო ღირებულებაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)