22:40 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-15 23:26:31, 1067 ნახვა

კომენტარი
ნათია მეზვრიშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - „ქართული ოცნება“ საკუთარ ამომრჩეველსაც შეურაცხყოფას აყენებს

„ქართული ოცნება“ საკუთარ ამომრჩეველსაც შეურაცხყოფას აყენებს“, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ნათია მეზვრიშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ირაკლი კობახიძემ პირდაპირ ეთერში ზღაპრები მოყვა.

„იურისტია ირაკლი კობახიძე, რომელიც გუშინ ეთერში საუბრობდა, თან მაღალი დონის კონსტიტუციონალისტობაზე აქვს პრეტენზია.

პირდაპირ ეთერში დანაშაულის ნიშნების შემცველ ინფორმაციას ავრცელებს, ზღაპრებს ჰყვება და როცა ვეუბნებით, რომ დაიწყონ გამოძიება, იმდენად არ სცემს პატივს ინსტიტუტებს, არ აინტერესებს, აკნინებს სამართალდამცავ ორგანოებს, უსაფრთხოების სამსახურს, პროკურატურას, რომ მათ მივმართავთ და ის გვცემს პასუხს, რომ მისი გაცხადებები არ შეიცავს დანაშუალის ნიშნებს.

საკუთარ ამომრჩეველსაც შეურაცხყოფას აყენებს „ქართული ოცნება“. გუშინ პირდაპირ გეტყვით, ვუყურებდი მე ამ ადამიანს და სიმართლე გითხრათ, ცოტა შევშფოთდი.

დარწმუნებული ვარ, რომ ქართული საზოგადოებაც შეშფოთდა. შემაშფოთა იმან, რომ ასეთი ადამიანები არიან დღეს სახელმწიფო მართვის სადავეებთან, ასეთ ადამიანებს ქვეყნის უსაფრთხოება აბარიათ, ქვეყნსის ბედი აბარიათ“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics