00:06 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-09 15:29:32, 859 ნახვა

კომენტარი
პრემიერის განცხადებით, ახლა არსებული პირობებით „ნამახვანჰესის“ პროექტი არ გაგრძელდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ახლა არსებული პირობებით „ნამახვანჰესის“ პროექტი არ გაგრძელდება.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რათა ინვესტორები საქართველოსთვის სასიკეთო ინტერესებზე წამოიყვანონ.

„მემკვიდრეობით დამხვდა ეს პრობლემა, ამაზე მე აქტიურად ვმუშაობ, იმ პირობებით, რა პირობებითაც ახლა ეს პროექტი არის და ის პირობები რომელიც ჩვენ დაგხვდა, მე შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი პირობებით ჩვენ არ გავაგრძელებთ პროექტს. ჩვენ ინვესტორებს ველაპარაკებით და დიდი იმედი მაქვს, რომ ინვესტორს დავითანხმებთ ჩვენი ქვეყნის სასიკეთო ინტერესებზე რომ წამოვიყვანოთ და კიდევ უფრო უკეთესი, ავაშენოთ ეს პროექტი, რომელიც იქნება საუკეთესო ინტერესები გამტარებელი ჩვენი ქვეყნისთვის, მათ შორის „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებისთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics