18:21 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-13 22:57:48, 511 ნახვა

კომენტარი
ჯუანშერ ბურჭულაძე - წელს 100-მდე ობიექტის მშენებლობასა და ინფრასტურქტურის გამართვაზე 80 მილიონ ლარს დავხარჯავთ

მიმდინარე წელს თავდაცვის ძალები 100-მდე ობიექტის მშენებლობასა და ინფრასტრუქტურის გამართვაზე 80 მილიონ ლარს დახარჯავს - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ „მინისტრის საათის“ ფარგლებში საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას  განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ თავდაცვის ძალებს ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა ჰქონდეს.

„თქვენ იცით, რომ პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრად დანიშვნის პერიოდიდან ერთ-ერთ პრიორიტეტად დაისახა არსებული ინფრასტრუქტურის სრული განახლება და ამისთვის 2020 წელს გამოიყო 100 მილიონი ლარი, რაც წინა წლებთან შედარებით 4-ჯერ მეტი თანხაა. წელს ამ მიმართულებით დავხარჯავთ 80 მილიონ ლარს და გავარემონტებთ 100-მდე ობიექტს.  ჩვენ უნდა გვქონდეს ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ორბანი და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სიიარტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ საზოგადოების თვალთახედვიდან გაუჩინარდნენ
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics