19:35 - 14 Apr, 2026
|
2021-04-16 15:24:55, 573 ნახვა
კომენტარი
გიგი უგულავა „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმაზე - პოლიციელები უსაქმურობენ და ბუზებს ითვლიან
პოლიციელები უსაქმურობენ და ბუზებს ითვლიან, - ასე ეხმაურება ოპოზიციონერი ლიდერი, გიგი უგულავა ავლაბრის მეტროსთან „საქართველოს ბანკზე“ განხორციელებულ დღევანდელ თავდასხმას. როგორც მან აღნიშნა, ბადრი ესებუას მიერ განხორციელებული ძარცვის შემდეგ, ქვეყანაში ყაჩაღობის არაერთი ფაქტი მოხდა. „ესებუას ამბავი თავისთავად მეტყველი ფაქტია. 6 თვე გავიდა, ადამიანმა ნახევარი მილიონი წაიღო და კაციშვილმა არ იცის რა მოხდა და სად წავიდა. ამის შემდეგ ბანკების დაყაჩაღების 4-5 შემთხვევა იყო. პოლიცია უსაქმურობს, ჩრდილში არიან და ბუზებს ითვლიან“, - განაცხადა გიგი უგულავამ. ცნობისთვის, ავლაბრის მეტროსთან მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა და რამდენიმე პირი მძევლად აიყვანა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)