08:15 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-15 21:55:06, 499 ნახვა

კომენტარი
არჩილ თალაკვაძე - ბევრი მაგალითი გვაქვს, როდესაც „მაღალი რეიტინგის“ მქონე პოლიტიკოსები არჩევნებში დიდ შედეგს ვერ იღებენ

„ბევრი მაგალითი გვაქვს, როდესაც „მაღალი რეიტინგის“ მქონე პოლიტიკოსები არჩევნებში დიდ შედეგს ვერ იღებენ“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

მან ასევე აღნიშნა, რომ დღესაც „ქართულ ოცნებას“ პარტიებს შორის დღესაც ყველაზე მაღალი მხარდაჭერა აქვს.

„ევროპული დემოკრატია პარტიების შეჯიბრია და ფაქტია, არჩევნებშიც და საზოგადოებრივი აზრის ახალ კვლევებშიც „ქართულ ოცნებას“ პარტიებს შორის დღესაც ყველაზე მაღალი მხარდაჭერა აქვს.

ეს გუნდური შედეგია. გარდა ამისა, ვინც მუშაობს და იმ საქმეს აკეთებს, რისიც მართლა სჯერა, შეიძლება რეიტინგიც „დახარჯოს“ ამაში - ეს კანონზომიერია. შესაბამისად, მხოლოდ პირადი რეიტინგი არ არის პოლიტიკაში გადამწყვეტი.

არა ერთი მაგალითი გვაქვს, როდესაც „მაღალი რეიტინგის“ მქონე პოლიტიკოსები არჩევნებში დიდ შედეგს ვერ იღებენ და პროგრესს ვერ უზრუნველყოფენ და პირიქითაც. გამარჯვება, პირველ რიგში, იდეის, შენი ქვეყნის და გუნდის ერთგულებაზე, სანდოობაზე და მოკავშირეებზე არის დამოკიდებული.

მთავარია, ვის რა საქმე აქვს ქვეყნისთვის გაკეთებული, რა რეფორმები, რა დიდი პროექტები, ან რისი გაკეთება გინდოდა მთელი გულით და ვერ გააკეთე. საბოლოო ჯამში, ამით შეგვაფასებს ჩვენი საზოგადოება და ჩვენი ქვეყანა. წინ გავიხედოთ და მომავალზე ვესაუბროთ ჩვენს ხალხს. ვინც მომავალს ხედავს, ის მშვიდ და წარმატებულ გადაწყვეტილებებს იღებს.

იმედი მაქვს, ყველა პროგრესული პოლიტიკური ძალა გამოიჩენს უნარს, დავინახოთ ჩვენი ქვეყნის მომავალი და დასავლელ მეგობრებთან ერთად სწორად გავატაროთ საქართველო იმ გზაზე, რომელიც რთული გეოპოლიტიკური კონტექსტის და პანდემიის მიუხედავად, წარმატებული იქნება“, - წერს არჩილ თალაკვაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics