19:39 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-14 19:52:34, 633 ნახვა

კომენტარი
ხატია დეკანოიძე - არც გახარია და არც ის ადამიანები, ვინც დატოვა „ქართული ოცნება“ არ წარმოადგენს ოპოზიციას

„არც გახარია და არც ის ადამიანები, ვინც დატოვა „ქართული ოცნება“ არ წარმოადგენს ოპოზიციას“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ სანამ გიორგი გახარიას გუნდი ოპოზიციონერობაზე განაცხადებს პრეტენზიას, მანამდე ძალიან მნიშვნელოვან კითხვებს უნდა გასცენ პასუხი.

„სანამ რაღაც ოპოზიციონერობაზე განაცხადებენ პრეტენზიას, მანამდე ძალიან მნიშვნელოვან კითხვებს უნდა გაეცეს პასუხი.

პირველი, ამ რეჟიმის შეფასება, როგორ შეფასებას აძლევს ივანიშვილის ხელისუფლებას და ივანიშვილის რეჟიმს, როგორ შეფასებას აძლევს ყველა იმ გავლილ წლებს, როდესაც თვითონ იყო პრემიერი, მათ შორის, მაღალ თანამდებობებს იკავებდა. ვინ გასცა ბრძანება 20 ივნისს, ადამიანების დარბევაზე.

თუ მას არ გაუცია ეს ბრძანება, მაშინ რატომ არაფერი არ თქვა?! შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ ამ კითხვებს გაეცემა პასუხი, ისიც და მისი გუნდის წევრებიც კონკრეტულად, ადეკვატურ შეფასებას დაიმსახურებენ საზოგადოების მხრიდან, მხოლოდ შეიძლება პოლიტიკურ განზომილებაში მასზე საუბარი.

ახლა, ჩემთვის, არც გახარია და არც ის ადამიანები, ვინც დღეს დატოვა „ქართული ოცნება“ არ წარმოადგენს არც ოპოზიციას და არც მსგავს ოპოზიციურ პარტიასთან მიახლოებულს“,- განაცხადა ხატია დეკანოიძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics