02:14 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-29 22:33:23, 572 ნახვა

კომენტარი
კრისტიან დანიელსონი - მოვუწოდებ ყველა პარტიას, უზრუნველყონ, რომ ხვალ საქართველომ გაიმარჯვოს

„მოვუწოდებ ყველა პარტიას, უზრუნველყონ, რომ ხვალ საქართველომ გაიმარჯვოს“, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მხარეების გადასაწყვეტია აიღებენ თუ არა პასუხისმგებლობას.

„პროცესში მე ვუთხარი პარტიის ლიდერებს, რომ ხვალ მაგიდაზე დავდებ ტექსტს.

ამის მიზანია მდგრადი ჩარჩოს ჩამოყალიბება მომავლისთვის. ეს წინადადება იქნება მიმართული სისტემური რეფორმის საჭიროებისკენ, რათა გაიზარდოს საზოგადოების ნდობა საარჩევნო პროცესისა და მართლმსაჯულებისადმი.

საბოლოოდ კი მხარეების გადასაწყვეტია პასუხისმგებლობის აღება და ასეთი დოკუმენტის ხელმოწერა.

ეს არის შესაძლებლობა ლიდერებისთვის, მოახდინონ დემოკრატიული სიმწიფის დემონსტრირება.

მოვუწოდებ ყველა პარტიას, უზრუნველყონ, რომ ხვალ საქართველომ გაიმარჯვოს.

მინდა, შეგახსენოთ, რომ თუ შეთანხმება შედგება, გამარჯვებული და წაგებული არ იქნება, იქნებიან მხოლოდ გამარჯვებულები და მთავარი გამარჯვებული იქნება ქართველი ხალხი“, – განაცხადა კრისტიან დანიელსონმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics