2020-06-08 13:33:45, 18239 ნახვა
ომი უკრაინაში
პაატა იმნაძე - ჩვენს მეზობელ ქვეყნებშიც ზაფხულია და ცხელა, მაგრამ ვხედავთ რაც ხდება, კლიმატის იმედზე ნუ ვიქნებით
კლიმატის იმედზე ნუ ვიქნებით, იმ წესების დაცვის იმედზე ვიყოთ, რომელმაც აქამდე მოგვიყვანა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულია, ყველა ხედავს ჩვენს მეზობელ ქვეყნებში რა სიტუაციაა კორონავირუსის მიმართულებით.
„ახლა ზაფხულია და ცხელა. ჩვენს მეზობელ ქვეყნებშიც ზაფხულია და ცხელა, მიუხედავად ამისა, ვხედავთ რა ხდება. აქედან გამომდინარე, კლიმატის იმედზე ნუ ვიქნებით და უფრო ვიყოთ იმ წესების დაცვის იმედზე, რომელმაც აქამდე მოგვიყვანა“,- განაცხადა პაატა იმნაძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,