16:56 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-30 12:59:47, 6918 ნახვა

ომი უკრაინაში
ლევან რატიანის ინფორმაციით, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას 5 გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს, რომელთაგან ორი მოზარდია

თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით,  კორონავირუსით ინფიცირებული 82 წლის მძიმე პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

მისი თქმით, ეს შემთხვევა კიდევ ერთი მაგალითია იმის, რომ სხვადასხვა ფორმით გართულებული შაქრიანი დიაბეტი კორონავირუსის ლეტალობის ინდექსს არ წარმოადგენს.

„რეანიმაციაში მოთავსებული 8 პაციენტიდან, 82 წლის ქალს აქვს შაქრიანი დიაბეტი, ორივე ქვემო კიდურის ამპუტაცია, გართულებული პრობლემებით, თუმცა, უკვე მოიხსნა აპარატიდან და არის კონტაქტური. როგორც კი ეს ვირუსი გაჩნდა სამყაროში, რატომღაც დავარქვით მკვლელი ვირუსი, მაგრამ ვირუსის მკვლელმა ფუნქციამ განიცადა ლიკვიდაცია. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმასთან დაკავშირებით, რომ გართულებული დაავადებები არ წარმოადგენს ლეტალობის ინდექსს.

ამ ეტაპზე კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 83 პაციენტი მკურნალობს. დღეს კლინიკას 5 გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს, მათ შორის ორი მოზარდი, 14 და 15 წლის. რაც შეეხება სხვა პაციენტებს, მათი მდგომარეობა მკვეთრად დადებითია. რამდენიმე მათგანს, რომელსაც ჰქონდათ ფილტვის დაზიანების მაღალი ინდექსი, ამ შემთხვევაში არ უფიქსირდებათ“, - განაცხადა ლევან რატიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics