2020-04-29 20:02:47, 12510 ნახვა
ომი უკრაინაში
გორის სამხედრო ჰოსპიტალის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა
გორის სამხედრო ჰოსპიტალის უმცროს მედდას გეგმიური PCR ტესტირებისას კორონავირუსი დაუდგინდა.
ამის შესახებ ინფორმაციას გორის სამხედრო ჰოსპიტალი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მასთან შემხებლობაში მყოფ პერსონალს ტესტირება უკვე ჩაუტარდა და ყველა მათგანის პასუხი უაროფითია.
„ექთანს ჰოსპიტალის ექიმებთან შესაბამისი აღჭურვილობის გარეშე კონტაქტი არ ჰქონია, თუმცა ამის მიუხედავად მასთან შემხებლობაში მყოფ პერსონალს ჩაუტარდა ტესტირება და ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია. აქვე მოგახსენებთ, რომ ჰოსპიტალის გარეთ მოძიებულია ყველა კონტაქტი და მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური მოკვლევა“,- ნათქვამია ჰოსპიტლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,