2020-04-29 10:33:30, 3608 ნახვა
ომი უკრაინაში
ბოჭორიშვილის კლინიკა 18 წლამდე ასაკის გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა
ბოჭორიშვილის კლინიკა 18 წლამდე ასაკის გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა, - ამის შესახებ ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა, მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა.
სოლოღაშვილის თქმით, კლინიკაში მკურნალობას 18 წლამდე ასაკის 10 პაციენტი აგრძელებს.
„გუშინ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა და გაეწერა.
გამოჯანმრთელებული პაციენტი არის 18 წლამდე ასაკის მოზარდი.
ამჟამად კლინიკაში 18 წლამდე ასაკის მოზარდი გვყავს 10.
კლინიკაში სამია ასაკობრივი რისკის ჯგუფის პაციენტი. ერთი პაციენტია მძიმე.
11 პაციენტი რჩება საყურადღებო“, - განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან