2020-04-25 10:09:52, 5199 ნახვა
ომი უკრაინაში
მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 2 790 986-მდე გაიზარდა
მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 2 790 986-მდე გაიზარდა, რაც შეეხება გარდაცვლილთა რაოდენობას, მან 195 920-ს მიაღწია.
ამის შესახებ ინფორმაციას ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ამ დროისთვის გამოჯანმრთელდა 781 382 ადამიანი.
აშშ-ში ინფიცირებულთა რაოდენობა 890 524-ს შეადგენს, იტალიაში - 192 994, ესპანეთში - 219 764, გერმანიაში - 154 545, საფრანგეთში - 159 495, ინგლისში - 144 635, თურქეთი - 104 912 ჩინეთში - 83 885 , ირანში - 88 194 და ა.შ.
შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე კორონავირუსი მსოფლიოს 185 ქვეყანაშია გავრცელებული.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან