2015-01-07 09:43:16, 636 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი: უკეთესი მომავლის იმედითა და რწმენით შევეგებოთ შობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოსახლეობას შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს.
„შობის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ, ჩემო ძვირფასო თანამემამულეებო!
ქრისტეს შობა ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია ჩვენთვის. ეს სიკეთის, სიყვარულისა და სათნოების დღესასწაულია, მაცხოვრის შობა ახლის დაბადებისა და განახლების სიმბოლოა. ამიტომაც უკეთესი მომავლის იმედითა და რწმენით შევეგებოთ შობას.
ყველას გისურვებთ მშვიდობას, ბედნიერებას, თქვენი ოჯახების კეთილდღეობას. გვფარავდეს უფალი“,-ნათქვამია ღარიბაშვილის განცხადებაში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან