14:44 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-09 12:45:04, 617 ნახვა

სამართალი
ბორჯომში, ახალციხესა და ადიგენში არარეგისტრირებული სახერხი საამქროები აღმოაჩინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამსახურის თანამშრომლებმა ბორჯომის, ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში ხე-ტყის გადამამუშავებელი არარეგისტრირებული სახერხი საამქროები აღმოაჩინეს. 

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გამოვლენილია სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარეების უკანონო სარგებლობისა და უკანონო ტრანსპორტირების ფაქტებიც.

„კანონდარღვევით მოპოვებული მრგვალი მორის საერთო ოდენობა 54 კუბურ მეტრს შეადგენს. გარემოსთვის მიყენებული ზიანი 5500   ლარს აღემეტება.

არარეგისტრირებული სახერხი საამქროები დაილუქა. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაიგზავნა რაიონულ სასამართლოებში.  

ხე-ტყის გადამამუშავებელი სახერხი საამქროების მიერ გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დაცვის შესწავლის მიზნით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განაგრძობს პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას“, - ნათქვამია გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics