12:37 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-06 16:20:03, 700 ნახვა

საზოგადოება
ფასანაური-კობის და სტეფანწმინდა-ლარსის გზის მონაკვეთზე ზვასაშიშროებაა

ფასანაური-კობის და სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ზვავსაშიშორებაა.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები - გეოლოგები და ჰიდროლოგები სტიქიის ზონაში იმყოფებიან. სპეციალისტები გუდაურში ზვავსაშიშ მონაკვეთზე შექმნილ ვითარებას ადგილზე ეცნობიან.

ამ დროისთვის გუდაურში თოვლის საფარმა 2 მეტრს მიაღწია, მლეთაში კი თოვლის საფარი 1.7 მეტრია.

გარემოს დაცვის სააგენტოს სინოპტიკოსების ინფორმაციით, ნალექი მომდევნო დღეებშიც შენარჩუნდება. ამასთან, 7 იანვარიდან დასავლეთ საქართველოში ჩრდილო-დასავლეთიდან გავრცელებას დაიწყებს ცივი ჰაერის მასები. დღის მეორე ნახევარიდან დასავლეთ საქართველოში წვიმა თოვლში გადავა, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოშიც გავრცელდება. ძლიერი თოვლი მოსალოდნელია მთასა და მაღალმთაში. მოთოვს თბილისშიც. 7-8 იანვარს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ძლიერი ქარია მოსალოდნელი, მაღალმთაში კი ქარბუქი. კობი-გუდაურის გზის მონაკვეთზე კვლავ ზვავსაშიშროება იქნება.

8 იანვარს დასავლეთ საქართველოს უმეტეს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონებში იქნება თოვა. მათ შორის თბილისშიც. 8 იანვრიდან საქართველოში ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს და ღამით ყინვები დაფიქსირდება.

9 იანვარს დღის მეორე ნახევრიდან თოვა შეწყდება თუმცა ტემპერატურა დაეცემა. დასავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით -6;-1 გრადუსი დაფიქსირდება; მთაში -12;-7 გრადუსი; მაღალმთაში -20;-15 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით -10;-5 გრადუსი; შიდა ქართლში (გორსა და ხაშურში) ღამით -14 გრადუსამდე; მთაში ღამით - 15;-10; მაღალმთაში ღამით -23;-18 გრადუსი.

თბილისში 9 იანვარს ღამით -5 გრადუსი იქნება; 10 იანვარს ღამით კი -6.

„რთული მეტეოროლოგიური პირობებისა და ინტენსიური თოვის გამო, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები - გეოლოგები და ჰიდროლოგები საგანგებო რეჟიმში მუშაობას აგრძელებენ და სტიქიის ზონაში რჩებიან“, - აცხადებენ გარემოს დაცვის სამინისტროში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics