20:47 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-31 18:17:29, 628 ნახვა

საზოგადოება
კახეთის გზატკეცილზე არსებულ ხიდებზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება

კახეთის გზატკეცილზე  5 ხიდი გამოიცდება.

როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, დღეს 00:00 საათიდან, კახეთის გზატკეცილზე 5 ხიდი-გზაგამტარის გამოცდა იწყება, რის გამოც აღნიშნულ ტერიტორიაზე  ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება.

მერიის ინფორმაციით, დაიკეტება გზატკეცილის მთავარი ზოლი და მოძრაობა სავალი ნაწილის მეორეხარისხოვანი ზოლების საშუალებით იქნება შესაძლებელი. 

„გამოცდის სამუშაოები გზაგამტარებზე ეტაპობრივად, 15 თებერვლის ჩათვლით  ჩატარდება შემდეგ გზაგამტარებზე: კახეთის გზატკეცილიდან ვაზისუბნის დასახლებაში გადასასვლელთან არსებული ხიდი; ე.წ. ვარკეთილის ხიდი; ე.წ. ორხევის ხიდი;  ე.წ. აეროპორტის ხიდები. 

თითოეული გზაგამტარის გამოცდა  ღამის საათებში, მონაცველობით მოხდება. გამოცდის პროცესში მთელი ღამის განმავლობენ ნაგებობებზე განთავსებული სატვირთო მანქანები მოახდენენ მანევრირებას. 
კვლევითი სამუშაოების მიზანია დადგინდეს ნაგებობების მდგომარეობა.  ასევე,  გაიცემა რეკომენდაციები,  რა ტიპისა და ღირებულების სამუშაოები უნდა ჩაუტარდეს გამოცდილ და გამოკვლეულ ობიექტებს. 

კვლევით სამუშაოები, რომელსაც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებული ხიდსაცდელი ცენტრი აწარმოებს,  2015 წლის მაისში დასრულდება.  პროექტი  ითვალისწინებს მეტეხის გვირაბისა და დედაქალაქის მასშტაბით  20 ხიდის გამოცდა-გამოკვლევას. დღეისათვის უკვე  შემოწმდა გვირაბი და 6 ხიდი“, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics