2015-07-02 12:38:21, 916 ნახვა
მსოფლიო
აშშ-მ შვეიცარიას ფიფას შვიდი თანამშრომლის ექსტრადირება მოსთხოვა
აშშ-მ შვეიცარიიდან ფიფას თანამშრომლების ექსტრადირება მოითხოვა, რომლებიც კორუფციაში არიან ეჭვმიტანილნი.
ფიფას აღმასრულებელი შტოს 7 მაღალჩინოსანი, ციურიხში სისტემური კორუფციის ბრალდებით დააკავეს.
საქმეს ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიურო იძიებდა. ბრალდებულებსა და მათ ადვოკატებს 14 დღე ექნებათ მოთხოვნისათვის პასუხის გასაცემად.
ამჟამად დაკავებულები ციურიხის ციხეში იმყოფებიან.
აშშ-ის ფედერალური სასამართლო მათ საქმეს „24 წლიანი აფიორის შედეგად საერთაშორისო საფეხბურთო სიტემაში კორუფციის გზით გამდიდრების მცდელობის“ გამო იძიებს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან