19:34 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-21 13:34:16, 648 ნახვა

სამართალი
ნანუაშვილი: პროკურატურის ინფორმაციით, წიკლაურის ცემის ფაქტზე დამნაშავეთა იდენტიფიცირება ამ დრომდე ვერ მოხერხდა

სახალხო დამცველის 2014 წლის ანგარიშში საქართველოს პარლამენტის წევრის, ნუგზარ წიკლაურის, ცემის ფაქტიც მოხვდა.

როგორც ნანუაშვილმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, პროკურატურის ინფორმაციის მიხედვით, წიკლაურის ცემის ფაქტზე ამ დრომდე დამნაშავეთა იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა.

"ცალკე უნდა აღინიშნოს 2014 წლის 31 მარტს საქართველოს პარლამენტის წევრის, ნუგზარ წიკლაურის, ცემის ფაქტზე წარმოებული გამოძიების შესახებ. სახალხო დამცველმა მოუწოდა საგამოძიებო ორგანოებს აღნიშნულ ფაქტზე დროული და ეფექტიანი გამოძიების შესახებ, თუმცა მიუხედავად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა, დამნაშავე პირთა იდენტიფიცირება საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ამ დრომდე ვერ მოხერხდა",-განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics