2015-05-14 15:02:56, 358 ნახვა
სამართალი
მგზავრს საქართველოდან არადეკლარირებული 24 960 აშშ დოლარი გაჰქონდა
საბაჟო გამშვებ პუნქტში „თბილისის აეროპორტი“ შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საავიაციო უშიშროების სამმართველოს ინფორმაციის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქე ი. რ-ს, რომელიც საქართველოდან მიემგზავრებოდა, ბარგის დათვალიერებისას შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული თანხა - 24 960 აშშ დოლარი აღმოუჩინეს. ინფორმაციას სსიპ შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე 13-ე ნაწილის თანახმად, აზერბაიჯანის მოქალაქეს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან