2015-05-07 10:10:34, 371 ნახვა
სამართალი
შსს-მ დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის მძღოლის ცემის ფაქტზე ერთი პირი ამხილა
შსს-ს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1983 წელს დაბადებული გიორგი ფ. დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის მძღოლის - მოქალაქე ანზორ პ-ს ცემის ფაქტზე ამხილეს.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 4 მაისს დიღმის მასივში გიორგი ფ-მ ანზორ პ-ს სახის არეში ხელის დარტყმით დაზიანება მიაყენა. გიორგი ფ. ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. ანზორ პ-სთვის ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიღების შემდეგ გიორგი ფ-ს ბრალი წარედგინება.
გამოძიება ცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლით).
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან