2016-03-17 19:39:35, 1059 ნახვა
მსოფლიო
ჯონ კერიმ ISIS-ის ქმედებები გენოციდად აღიარა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების მიმართ "ისლამური სახელმწიფოს" ქმედებები გენოციდად აღიარა, - ამის შესახებ გადაწყვეტილება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ პრეს–კონფერენციაზე გამოაცხადა.
როგორც ჯონ კერის განაცხადა, ტერორისტული დაჯგუფების წევრებმა გენოციდი სირიასა და ერაყში იეზიდების, ქრისტიანებისა და შიიტი მუსლიმების წინააღმდეგ განახორციელეს.
მისივე თქმით, დაჯგუფება ეთნიკურ წმენდასა და კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულზეც პასუხისმგებელია.
ცნობისთვის, ეს 2004 წელს დარფურის კონფლიქტის შემდეგ ოფიციალური ვაშინგტონის მიერ აღიარებული პირველი გენოციდია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან