17:44 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-16 12:22:44, 1079 ნახვა

მსოფლიო
სტამბოლში ანტიტერორისტულმა სამსახურმა ტერაქტში ეჭვმიტანილი 30 პირი დააკავა

სტამბოლის ანტიტერორისტული სამსახურის თანამშრომლებმა ანკარის ტერაქტში 30 ეჭვმიტანილი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

როგორც მედია საშუალება იტყობინება, სტამბულის 16 რაიონში სპეცსამსახურმა რეიდები განახორციელა. ოპერაციები გვიან ღამით სპეცრაზმელებისა და ვერთმფრენების მეშვეობით ჩატარდა. დაკავებულთა შორის არასამთავრობო ორგანიზაციების ადვოკატებიც არიან. სტამბოლის გარდა ანალოგიური რეიდები კიდევ 8 პროვინციაში ჩატარდა. შეგახსენებთ, რომ 13 მარტს ათათურქის ბულვარზე, კერძდ კი ავტობუსის გაჩერებაზე, თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი ნივთიერება, რომელიც ერთ-ერთ ავტობუსშ იყო დამონტაჟებული აამოქმედა.

ინციდენტმა 37 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო 125 ადამიანი დაშავდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics