2020-03-20 12:10:38, 2522 ნახვა
ომი უკრაინაში
იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა შორის 13 ექიმია
იტალიაში, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 3000-ს გადააჭარბა და ამ დროისთვის, იტალიამ ჩინეთის მაჩვენებელს გაუსწრო.
ადგილობრივი მედიის ცნობით, გარდაცვლილთა შორის 13 ექიმია, მათგან ორი ექიმი 19 მარტს გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, ორი ექიმი პენსიაზე გასული პულმონოლოგი იყო, რომლებიც სამსახურს საგანგებო ვითარების გამო, კოლეგების დასახმარებლად დაუბრუნდნენ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან