14:29 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-16 16:59:45, 620 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობამ 23 პროცენტით იკლო

2015 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 75.5 მლნ აშშ დოლარი, ანუ 146.5 მლნ ლარი შეადგინა, რაც 23.0 მლნ აშშ დოლარით (44.6 მლნ ლარით), ანუ 23.3 პროცენტით ნაკლებია 2014 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ამი შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
მათი ცნობით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 87.0 პროცენტი იმ 9 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ იანვარში 1.5 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 9 ქვეყანაზე გასული წლის იანვარში მთელი ფულადი გზავნილების 89.6 პროცენტი მოდიოდა.
ასევე, 2015 წლის იანვარში საქართველოდან საზღვარგარეთ 12.5 მლნ აშშ დოლარი (24.3 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 12.0 მლნ აშშ დოლარისა (21.2 მლნ ლარისა) გასული წლის იანვარში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა - საია
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics