2025-02-15 19:45:44, 521 ნახვა
რეგიონი
მახინჯაურში მატარებლის დაჯახების შედეგად ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა
მახინჯაურში მატარებლის დაჯახების შედეგად შუა ხნის ქალი ადგილზე დაიღუპა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ქალს მატარებელი ფოტოს გადაღების დროს შეეჯახა.
შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მუშაობდნენ.
როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 275-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,