14:14 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-26 10:34:52, 751 ნახვა

რეგიონი
ზუგდიდის გამგებელმა მიკრო და მცირე მეწარმეებს პროექტი „აწარმოე საქართველოში“ პრეზენტაცია წარუდგინა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ,  მიკრო და მცირე მეწარმეებს სახელმწიფო პროექტი „აწარმოე საქართველოში“ პრეზენტაცია წარუდგინა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, მუნიციპალიტეტის გამგებელმა მეწარმეებს პროექტებში მაქსიმალური ჩართვა ურჩია. 
გამგებლის განცხადებით, ხელისუფლება დაინტერესებულია ამ პროექტის ამოქმედებით ხელი შეუწყოს და განავითაროს მცირე მეწარმეობა.მოხდეს ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ახალი ინიციატივების განხორციელება, რაც ჩვენს მოსახლეობასა და ქვეყანას ეკონომიკურ კეთილდღეობას მოუტანს.
მათივე ინფორმაციით, პროექტის მიზნობრიობაზე და აუცილებლობაზე მეწარმეებს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი ოთარ ანთია ესაუბრა.

მისივე განცხადებით 2016 წელს სახელმწიფომ მიკრო და მცირე მეწარმეობის განვითარებისთვის ბიუჯეტში 20 მილიონი ლარი გაითვალისწინა. პროექტები მხოლოდ საქართველოს რეგიონებში ხორციელდება. პროგრამის მიზანი მსხვილ ქალაქებსა და რეგიონებს შორის ეკონომიკური უთანასწორობის შემცირება, ბიზნესის კონკურენტუნარიანობის ზრდა და რეგიონალური პროდუქციის დივერსიფიკაციაა. გამარჯვებული კონკრეტული ბიზნეს იდეა ერთი ინდივიდისთვის 5000 ლარით ფინანსდება. თანამონაწილეობა კი მხოლოდ 20%–ია. ამხანაგობის შემთხვევაში თანხები იზრდება.
პროგრამის ფარგლებში დაინტერესებულ მეწარმეს, სააგენტო ბიზნეს კონსულტაციას გაუწევს. პრეზენტაციას სამეგრელოს რეგიონში მოქმედი მცირე მეწარმეები და სამეგრელო ზემო-სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა - საია
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics