2024-08-03 11:49:38, 470 ნახვა
სპორტი
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ისტორიაში პირველად ოლიმპიადის გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას
დღეს საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ისტორიაში პირველად ოლიმპიადის გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას.
იტალიის ნაკრებმა კი, უნგრეთი გუნდურ შეჯიბრებაში 4:1 დაამარცხა და მერვედფინალში საქართველოს ძიუდოს ქალთა და კაცთა შერეულ გუნდს შეხვდება.
შეგახსენებთ, საქართველოს ამ დროისათვის 3 მედალი აქვს. ძიუდოისტებმა - ტატო გრიგალაშვილმა და ილია სულამანიძემ ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ლაშა ბექაური კი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,