14:21 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-22 14:15:29, 3336 ნახვა

Lifestyle
ნატალია ვოდიანოვამ 43 წლის მილიარდერზე იქორწინა

რუსული წარმომავლობის ამერიკელი მოდელი და მსახიობი ნატალია ვოდიანოვა ხანგრძლივი რომანის შემდეგ 43 წლის მილიარდერ ანტუან არნოს ცოლად გაყვა.

ნატალია ქორწილის შესახებ ინფორმაციას ბოლომდე მალავდა. საიდუმლოს ფარდა მას მერე აეხადა, რაც სოციალურ ქსელში ცერემონიის სურათები და ვიდეო გავრცელდა. ვიდეოზე ჩანს თუ როგორ გამოდიან ახლადდაქორწინებულები პარიზის მერიიდან. 

ქორწილისთვის ვოდიანოვამ ულიანა სერგეენკოს კაბა და ძალიან სადა თაიგული შეარჩია.

ვოდიანოვას და არნოს ქორწილი არავის გაკვირვებია, რადგან მათი 9 წლიანი რომანის შესახებ ყველა მეგობარმა იცოდა. წყვილს ქორწილის გადახდა ზაფხულში სურდათ, მაგრამ პანდემიის გამო ხერემონია გადაწიეს:"ეს დიდი ღონისძიება იქნება , 300 სტუმარს მოვიწვევთ. მინდა გითხრათ, რომ ფრანგებისთვის დიდი ქორწილები ერთგვარი ტრადიციაა. ვიცი, რომ ბევრს ჩვენი დღესასწაული მორიდებულადაც შეიძლება მოეჩვენოს",-ამბობდა მოდელი გაზაფხულზე.

ვოდიანოვას და არნოს 3 საერთო ბავშვი ჰყავთ. კიდევ 3 შვილი მოდელს პირველი ქმრისგან ჯასტინ პორტმანისგან ჰყავს.









ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
თურნავა: თუ იმედის ბანკის შექმნაზე განაცხადი შემოვა, განვიხილავთ
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ - ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ეროვნული ბანკი სესხზე პროცენტის გაზრდას განიხილავს
ნიკა სიმონიშვილი გრანტების კანონში მორიგ ცვლილებებზე განმარტებას აკეთებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics