14:20 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-05 11:58:44, 2123 ნახვა

კომენტარი Lifestyle
ირმა ინაშვილი: ვიდრე მე და „ნაცებს“ დაგვაკავშირებთ ერთმანეთთან, ფსიქიატრს გაესინჯეთ

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერის ირმა ინაშვილის განცხადებით, ის საკონსტიტუციო პროექტთან დაკავშირებით საერთო სახალხო განხილვებში 8 მაისიდან ჩაერთვება.

როგორც ინაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, ის მოუწოდებს საზოგადოებას რამდენიმე ცვლილებებს მხარი არ დაუჭირონ. 

"დაიწყო კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო განხილვა. ვწერ იმ არაკვალიფიციური, არაინფორმირებული, არაკომპეტენტური "კომენტატორების" საყურადღებოდ, რომლებიც მე, ნაცების პარტიას, ბოკერიას ნაციონალურ განშტოებას და პრეზიდენტს ამ ფორმატში ერთმანეთთან გვაკავშირებენ. საყოველთაო განხილვის კომისიაში მე მიმიწვია პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, ანუ "ქართულმა ოცნებამ" და აუცილებლად ჩავერთვები ამ პროექტში 8 მაისიდან, რათა დარბაზებში შეკრებილ ადამიანებს გავუზიარო ჩემი პოზიცია. ვუთხრა საჯაროდ, რომ მხარი არ უნდა დაუჭირონ რამდენიმე ცვლილებას. მაგალითად, გადასანაწილებელი ხმების თემას. ისე, ვიდრე მე და ნაცებს დაგვაკავშირებთ ერთმანეთთან, ფსიქიატრს გაესინჯეთ", - წერს ინაშვილი. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics