18:06 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-15 11:28:01, 7352 ნახვა

High - Tech
ილონ მასკის კომპანია SpaceX-ი განიხილავს საქართველოს, როგორც ერთ-ერთ პირველ ქვეყანას, სადაც ის მოსახლეობას თანამგზავრულ ინტერნეტს მიაწოდებს

ილონ მასკის კომპანია SpaceX-ი განიხილავს საქართველოს, როგორც ერთ-ერთ პირველ ქვეყანას, სადაც ის მოსახლეობას თანამგზავრულ ინტერნეტს მიაწოდებს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე და სან ფრანცისკოში საქართველოს გენერალური კონსული ლევან ბერიძე სამომავლო თანამშრომლობის შესახებ SpaceX-ის უფროს ფინანსურ ოფიცერს, ბრეტ ჯონსენსა და უფროს ფინანსურ დირექტორს, დევიდ ფინლის შეხვდნენ. ასევე, შეხვედრას ესწრებოდა ბილ რაიჰერტი, SpaxeX-ის ერთ-ერთი ინვესტორი.

„SpaceX-მა დაინტერესება გამოთქვა საქართველოს ინტერენეტიზაციის პროცესში ჩართულობაზე, შესაბამისად მათი მხრიდან განიხილება საქართველოს, როგორც ერთ-ერთი პირველი საპილოტე ქვეყანა, სადაც SpaceX-ი მოსახლეობას მიაწოდებს თანამგზავრულ ინტერნეტს. ასევე, განხილულ იქნა საქართველოსა და ქართველების მეტი ჩართულობა მათ სამომავლო გეგმებში.

მოლაპარაკების შედეგად უახლოეს პერიოდში SpaceX-ი GITA-ს დახმარებით დაიწყებს ოფიციალურ პროცედურას საქართველოში ინტერნეტ პროვაიდერის ლიცენზიის მისაღებად“, – აღნიშნულია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics