11:32 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-09 14:43:34, 10574 ნახვა

სპორტი
ვიქტორ სანიკიძე შენგელიაზე - ნამდვილი პატრიოტია და მას საკუთარი ქვეყანა უყვარს

"თორნიკე ნამდვილი პატრიოტია და მას საკუთარი ქვეყანა უყვარს" , - ამის შესახებ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრმა ვიქტორ სანიკიძემ განაცხადა. 

მან ასევე აღნიშნა, რომ პოლიტიკისა და სპორტის ერთმანეთში არევა არ უნდა ხდებოდეს.

"მოსალოდნელი იყო, რომ ქართველების გარკვეულ ნაწილს ამ ტრანსფერზე ასეთი რეაქცია ექნებოდა. რუსეთში მე და მარკოიშვილიც ვთამაშობდით, მაგრამ სპორტსა და პოლიტიკას ერთმანეთისგან ყოველთვის ვმიჯნავდი.

თორნიკე ნამდვილი პატრიოტია და მას საკუთარი ქვეყანა უყვარს. თუმცა, მოიძებნებიან ადამიანები, რომლებსაც სპორტი და პოლიტიკა არ ესმით, როგორც ჩანს, მათთვის სხვების კრიტიკა და შეურაცხყოფა მოსახერხებელია.

შენგელიას ,,ცსკა-ში' გადასვლა მახარებს, ის ევროლიგის საუკეთესო ფორვარდია და ტურნირის ყველაზე სტაბილურ გუნდს უერთდება.

ჩვენ საკუთარ საქმეს ვაკეთებდით, ვვარჯიშობდით, ვთამაშობდით. პარკეტს მიღმა ან გასახდელში პოლიტიკას არასდროს არ განვიხილავდით. მერწმუნეთ, სხვა ბევრი სასაუბრო თემა არსებობს" , - განაცხადა ვიქტორ სანიკიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
პუტინმა „აღდგომის ზავი“ გამოაცხადა
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics