2015-01-22 17:28:43, 542 ნახვა
პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი: ადამიანები იძულებულნი არ უნდა იყვნენ, სამართალი თავად ეძიონ
„როგორმე უნდა მოვახერხოთ, რომ ადამიანები იძულებულნი არ იყვნენ, სამართალი თავად ეძიონ“, – ამის შესახებ პარლამენტის თავჯდომარე დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს „ჯაზუსთან“ განუცხადა, სადაც იური ვაზაგაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
მისივე თქმით, ვაზაგაშვილის გარდაცვალების საქმე აუცილებლად გაირკვევა.
„ეს არის ადამიანობის მიღმა ჩადენილი ქმედება. რაც ჩაიდინა და რატომაც ჩაიდინა, ეს გაირკვევა. ასეთი ამბები გაურკვეველი არასდროს რჩება, მაგრამ, ფაქტია, რომ როგორმე უნდა მოვახერხოთ, ადამიანები იძულებულნი და ვალდებულნი არ იყვნენ სამართალი თავად ეძიონ“, – აღნიშნა უსუფაშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან