2026-01-26 22:21:44, 972 ნახვა
სამართალი
გიორგი ვაშაძეს 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ნებართვის გარეშე აეკრძალა საზღვრის კვეთაც
ე.წ საბოტაჟის საქმეზე სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერს, გიორგი ვაშაძეს 30 000-ლარიანი არასაპატიმრო გირაო შეეფარდა. მან თანხა 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს. ვაშაძეს პროკურორის ნებართვის გარეშე აეკრძალა საზღვრის კვეთა - ჩამოართვეს პასპორტი და პირადობის მოწმობა.
გადაწყვეტილება მოსამართლე მზია გარშაულიშვილმა მიიღო.
სასამართლო სხდომის დაწყებამდე ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მზად არის გირაო გადაიხადოს.
გიორგი ვაშაძეს ბრალდება 6 ნოემბერს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით წარუდგინეს. ეს გულისხმობს საბოტაჟს და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას. ითვალისწინებს 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
ავტორი: ექსპრესნიუსი,