01:07 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-21 00:44:42, 2356 ნახვა

Lifestyle
ზელენსკიმ ჰოლივუდის ვარსკვლავებს მილა კუნისს და ეშტონ კაჩერს მადლობა პირადად გადაუხადა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დაუკავშირდა ჰოლივუდის მსახიობებს ეშტონ კაჩერს და მილა კუნისს და პირადად მადლობა გადაუხადა უკრაინის დახმარებისთვის.

”ეშტონ კატჩერი და ჩერნივციში დაბადებული მილა კუნისი იყვნენ პირველები, ვინც გამოეხმაურნენ ჩვენს მწუხარებას და უკვე შეაგროვეს $35 მილიონი უკრაინიდან ლტოლვილების დასახმარებლად. ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა რამდენად ღრმად არიან ისინი ამ საკითხში ჩახედულნი და რამდენად სერიოზულები არიან, ხალხის დახმარების საკითხში,. ნამდვილი მისაბაძი მაგალითია, “ – განაცხადა ზელენსკიმ.

აღსანიშნავია, რომ მილა კუნისი წარმოშობით უკრაინელია და უკრაინაში დაიბადა. მსახიობის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს სამშობლოდ მიიჩნევს და მისი მადლიერია, თავისი უკრაინული ფესვებით ახლა ძალიან ამაყობს.

"დღეს ამაყი უკრაინელი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ოჯახი აშშ-ში 1991 წელს ჩამოვიდა, მე 1983 წელს უკრაინაში, ჩერნოვციში დავიბადე. უკრაინელები ამაყი და მამაცი ხალხია, რომლებიც გაჭირვების დროს ჩვენს დახმარებას იმსახურებენ", — განაცხადა მილამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics