13:24 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-03 13:48:50, 5679 ნახვა

High - Tech
ჰაკერების ჯგუფმა, კომპანია სოლარუინდის სისტემაში შეაღწია

გიგანტმა კომპანია “მაიკროსოფტმა” განაცხადა, რომ ჰაკერების ჯგუფმა, რომელიც კომპანია “სოლარუინდის” სისტემაში უკანონო შეღწევაზეა პასუხისმგებელი, “მაიკროსოფტის” სისტემაში შეღწევაც მოახერხა და მის ზოგიერთ საწყის კოდზე წვდომა მოიპოვა.

ე.წ. საწყისი კოდი, საფუძველში ჩადებული იმ ინსტრუქციების კომპლექტია, რომელიც კომპიუტერულ პროგრამას ან საოპერაციო სისტემას ამუშავებს და როგორც წესი, ტექნოლოგიური კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე დაცული საიდუმლოა. “მაიკროსოფტი” მის დაცვას, ისტორიულად განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ჰაკერების აღნიშნული ჯგუფი რუსეთის მთავრობაზე მუშაობს, თუმცა კრემლი ამას დაბეჯითებით უარყოფს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
15 აპრილიდან მდინარე დიღმურას ხიდზე საავტომობილო მოძრაობა 5 თვით სრულად შეიზღუდება
პაშინიანის ავტოკოლონის თანმხლები ავტობუსი ავარიაში მოყვა
NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ მთვარის ზედაპირზე პირველი დაშვების შემდეგ დაბრუნდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics