17:56 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-07 19:50:30, 3648 ნახვა

სხვადასხვა
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩინეთის ღია პირველობა მოიგო

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩინეთის ღია პირველობა მოიგო. ქართველმა ჩოგბურთელმა ფინალში არგენტინელი ხუან დელ პოტრო ორ სეტში ანგარიშით 6:4, 6:4 დაამარცხა.

არგენტინელი ტურნირის პირველი, ხოლო მსოფლიოს მე-4 ჩოგანი იყო. რაც შეეხება ნიკოლოზ ბასილაშვილს, ის 26 წლისაა და ტურნირამდე 34-ე ნომრად იყო განთესილი.

ნახევარფინალში ქართველმა ჩოგბურთელმა ბრიტანელი კაილ ედმუნდი დაამარცხა. ნახევარფინალური შეხვედრა, რომელიც საათსა და 41 წუთს გაგრძელდა, ბასილაშვილმა ედმუნდი ორ სეტში, 7:6, 6:4 დაამარცხა.

ამ გამარჯვებით ბასილაშვილი ATP-ის განახლებულ რეიტინგში, კარიერაში პირველად, TOP30-ში შეაღწევს.
ბასილაშვილმა პროფესიულ ტურში პირველად მოუგო ედმუნდს და კარეირაში ATP-ის ტურნირებზე მეოთხედ გავიდა ფინალში: 2016 და 2017 წლებში მან წააგო გადამწყვეტი მატჩი კიტცბუელსა და მემფისში, სამაგიეროდ, წელს, ივლისში ჰამბურგის ფინალში მოუგო არგენტინელ ლეონარდო მაიერს.
კვირას, ბასილაშვილი პეკინის ფინალში არგენტინელ ხუან მარტინ დელ პოტროს შეხვდება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics