13:51 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-15 13:45:13, 601 ნახვა

სხვადასხვა
Silverwoods-ის აუქციონზე ადოლფ ჰიტლერის ავტოგრაფით Mein Kampf იყიდება

ბრიტანეთის ქალაქ კლაიტეროში Silverwoods-ის აუქციონზე გერმანიის ყოფილი კანცლერის ადოლფ ჰიტლერის 1935 წელს გამოცემული Mein Kampf-ის იშვიათი ეგზემპლარი იყიდება, - ამის შესახებ BBC იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, ნაცისტური გერმანიის დიქტატორის ხელმოწერა წიგნის პირველ ყდაზეა. წიგნის საწყისი ღირებულება 1000 ფუნტ-სტერლინგს (1 275 დოლარს) შეადგენს. 

მესამე რეიხში „ნაცისტურ ბიბლიად“ აღიარებული Mein Kampf აკრძალული ლიტერატურის ნუსხაშია შეტანილი. Silverwoods-ის აუქციონის სახლის დირექტორმა ჯეიმს ტომსონმა განაცხადა, რომ ამ წიგნით ხალხს უნდა ახსოვდეს, "რას წერდნენ ურჩხულები".

"Mein Kampf-ს მყიდველი აუცილებლად გამოუჩნდება, რადგან შესაძლოა ვიღაცას მართლაც აინტერესებდეს, როგორ წერდა კაცი, რომელმაც მსოფლიოში ამდენი ბოროტება ჩაიდინა“, - განაცხადა ტომსონმა.

როგორც ირკვევა, ეს წიგნი წლების განმავლობაში ბრიტანელი ჟურნალისტის და აქტივისტის, პიტერ კადოგანის ოჯახში ინახებოდა. კადოგანმა ადოლფ ჰიტლერთან დაახლოებულ პირს, იუნიტი მიტფორდს სთხოვა, ნაცისტური გერმანიის დიქტატორისთვის ავტოგრაფი ჩამოერთმია. წიგნის გაყიდვა კადოგანის შთამომავლებმა გადაწყვიტეს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics