16:38 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-25 16:09:33, 571 ნახვა

სამართალი
გორში სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ხე-ტყის უკანონოდ ჭრის ფაქტები გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ-ცენტრალური სამსახურის თანამშრომლებმა, მორიგი პატრულირებისას, გორის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ხე-ტყის უკანონოდ ჭრის ფაქტები გამოავლინეს.

კერძოდ, სოფელ ზემო ბოშურის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ მოიჭრა 46 კუბური მეტრი რცხილის, წიფლის, ნაძვის, სოჭის, ფიჭვისა და ბალამწარის ჯიშების  საშეშე და სამასალე ხე-ტყე.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს გარემოსთვის მიყენებული ზიანის დადგენა.

როგორ უწყებაში აცხადებენ, აღნიშნული ფაქტები სისხლის სამართლის ნიშნებს შეიცავს. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნება შესაბამის საგამოძიებო ორგანოს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics