23:34 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-12 09:51:37, 831 ნახვა

მსოფლიო
მინსკში ნორმანდიული ოთხეულის მოლაპარაკებები 14 საათია გრძელდება

მინსკში, დახურულ კარს მიღმა გერმანიის, საფრანგეთის, უკრაინის და რუსეთის ლიდერების ოთხმხრივი მოლაპარაკება უკრაინაში არსებული ვითარების დეესკალაციის თაობაზე, დაახლოებით 14 საათია მიმდინარეობს.

„ბი ბი სის“ ინფორმაციით, შეხვედრა სულ მალე დასრულდება და შესაძლოა ხელი უკრაინის კრიზისის დასასრულებლად, განახლებულ დოკუმენტს მოეწეროს.   

მათივე ცნობით, მოლაპარაკებების განმავლობაში ფორმატი რამდენჯერმე შეიცვალა და ნორმანდიის ოთხეულს საგარეო საქმეთა მინისტრები დაემატა, ასევე დარბაზი რამდენჯერმე დატოვეს უკრაინის და რუსეთის ლიდერებმა.

მოლაპარაკებების გახანგრძლივების მიზეზად მხარეებს შორის შეუთანხმებელი საკითხები სახელდება.

წინასწარი ინფორმაციით, საქმე ეხება დონბასის სტატუსს და უკრაინის ტერიტორიიდან  რუსესეთის ჯარებისა და მძიმე ტექნიკის გაყვანას, ასევე უკრაინის ბლოკ გარეშე ყოფნას რასაც მოსკოვი აყენებს. 
შეგახსენებთ, რომ ოთხი ქვეყნის ლიდერის შეხვედრა მინსკში, დამოუკიდებლობის სასახლეში საღამოს 8 საათზე დაიწყო და ის ამ დრომდე გრძელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics