12:26 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-04 10:04:07, 757 ნახვა

სპორტი
თინა ხიდაშელი: მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსთან დაკავშირებით, გაეროს რეზოლუციის მხარდამჭერთა რაოდენობა იზრდება

საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, აღსანიშნავია, რომ  დევნილებთან დაკავშირებით რეზოლუციის მომხრეთა რიცხვი 6-ით გაიზარდა.

ხიდაშელის თქმით, წლების განმავლობაში ყოველი ხმა ძნელად მოსაპოვებელია და ამ ფონზე, რეზოლუციის მომხრეთა რიცხვის 75 სახელმწიფომდე გაზრდას, დიდი მნიშვნელობა აქვს.

"მახსოვს ისტერიკა წლების განმავლობაში,  შარშანდელი განსაკუთრებით და ოპოზოციისგანაც ველოდები განცხადებებს ჩვენი საგარეო უწყების კარგად მუშაობის შესახებ.ძალიან მნიშვნელოვანია ეს რეზოლუცია და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ მხარდამჭერების რაოდენობა იზრდება წელს განსაკუთრებული წარმატება გვქონდა და ამისთვის მადლობა  უნდა ვუთხრათ როგორც ჩვენი მისიის ხელმმღვანელს კახა იმნაძეს, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს გუნდს.  ეს არ არის მარტივი.თქვენ იცით წლების განმავლობაში ყოველი ხმა რამდენად მძიმედ მოსაპოვებელია ხოლმე და წელს უცბად 6 ხმით მეტი გავქვს",-განაცხადა თინა ხიდაშელმა.

გაერო-ს გენერალურმა ანსამბლეამ, 69-ე სესიაზე, „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ" მორიგი რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციის მომხრეთა რიცხვი წელს 75 სახელმწიფომდე გაიზარდა.
რეზოლუცია გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ხაზს უსვამს დევნილთა საკუთარ სახლებში ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნების აუცილებლობას ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, ყურადღებას ამახვილებს მათი საკუთრების უფლების პატივისცემასა და დაცვაზე. ამასთან, რეზოლუცია ხაზს უსვამს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში ჰუმანიტარული საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების გადაუდებელ აუცილებლობას. რეზოლუცია მოუწოდებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნებას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც 32 წლის კაცს დანით მრავლობით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა
საიტზე გამოქვეყნებული ჯარში გაწვევის უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება - უცხოეთში მყოფი წვევამდელი ვალდებული იქნება დაბრუნდეს
შსს 24-საათიანი პროტესტის უფლებას არ გვაძლევს – დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics