23:12 - 05 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-07 11:42:29, 716 ნახვა

რეგიონი
ზედა კირნათში უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა კირნათში „ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო“-ს ექიმებმა უფასო სამედიცინო აქცია ჩაატარეს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აქციის ფარგლებში ადგილობრივებს მომსახურება გაუწია ქირურგმა, ოფთალმოლოგმა, კარდიოლოგმა, ექოსკოპისტმა, თერაპევტმა, ნევროპათოლოგმა და ოტო-რინო-ლარინგოლოგმა. ჩატარდა კარდიოგრაფიული და ექოსკოპიური კვლევები. უფასო სამედიცინო მომსახურება მიიღო 50-მდე პაციენტმა.

აქციის მიმდინარეობის პროცესს გაეცნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრის მოადგილები ზურაბ თენიეშვილი და რამაზ ჯინჭარაძე.

კირნათში სამედიცინო აქცია ჩატარდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით.

„ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო“-ს მედიკოსები მორიგ უფასო სამედიცინო აქციას 19 სექტემბერს, ჩიქუნეთში ჩაატარებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics