13:13 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-03 12:13:58, 697 ნახვა

სამართალი
ჯართის ბიზნესში, ყალბი დოკუმენტების დამზადების ბრალდებით ერთი ქალბატონი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტოს საგამოძიებო სამსახურმა ჯართის ბიზნესში მოქმედი საწარმოების დანაშაულებრივი სქემა გამოავლინა და  სახელმწიფოს მოტყუებით,  დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანებისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე აღნიშნული დანაშაულის ორგანიზატორი - ირინე ხინკილაძე დააკავა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შპს ,,IBERIASTEEL”-ის დირექტორი და დამფუძნებელი ირინე ხინკილაძე სხვადასხვა პირების სახელზე არეგისტრირებდა  ფიქტიურ ორგანიზაციებს და ამ ორგანიზაციების სახელით ახდენდა თავის საწარმოზე  ყალბი საგადასახადო დოკუმეტების გამოწერას, თითქოს ამ საწარმოებისგან შეიძინა შავი ლითონი. აღნიშნული სქემით შპს ,,IBERIASTEEL”-მა მიიღო დღგ-ს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ყალბი ჩათვლები, ხოლო ფიქტიურად შექმნილი საწარმოს დირექტორები ხინკილაძესთან წინასწარი შეთანხმებით განზრახ არ იხდიდნენ დღგ-ს დავალიანებას.   ამ ეტაპზე გამოვლენილია სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანი - 550 446 ლარის ოდენობით.

ი. ხინკილაძესთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი სხვა პირების გამოვლენის მიზნით საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-იდან 7  წლამდე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ნატო გააკრიტიკა ირანთან დაკავშირებით დახმარების სურვილის არქონის გამო
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics