15:19 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-12 14:19:16, 607 ნახვა

ეკონომიკა
სადიკოვი: საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას საქართველოში პროდუქტიული დისკუსიები ჰქონდა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას საქართველოში პროდუქტიული დისკუსიები ჰქონდა, - ამის შესახებ სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში აზიმ სადიკოვმა ჟურნალისტებს მისიის ვიზიტის კომენტირებისას განუცხადა. სადიკოვის თქმით, დისკუსიები მხარეებს შორის გრძელდება. „მისიამ საქართველოში ორი კვირა დაჰყო. ჩვენ განვიხილეთ ის საკითხები, რომლებიც დღეს წარმოვადგინე. შოკი, რომელმაც გავლენა მოახდინა საქართველოს ეკონომიკაზე, თუ რა რისკები და გამოწვევებია წელს ეკონომიკისთვის. მისია ამჟამად ვაშინგტონშია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მხარეებს შორის დისკუსიები შეწყდა, დისკუსიები გრძელდება იმეილის, სატელეფონო საუბრების საშუალებით და იმედია, შემდეგ კვირაში მექნება შესაძლებლობა, რომ ფონდის მისიის ვიზიტის შედეგებზე მეტი მოგიყვეთ“, - განაცხადა აზიმ სადიკოვმა. რაც შეეხება საქართველოს ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებს და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან დაკავშირებით ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, სადიკოვმა აღნიშნა, რომ ამ საკითხების შესახებ ფონდმა გასულ კვირას საკუთარი პოზიცია დააფიქსირა და დამატებითი კომენტარი არ გაკეთდება. თუმცა მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებასთან საბანკო ზედამზედველობის კუთხით დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით სავალუტო ფონდი განხილვებს აგრძელებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics