12:32 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-05 19:15:49, 830 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის მინისტრი ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრს ესტუმრა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ლეიტენანტ შოთა ხურციძის სახელობის ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრს ახალციხეში ესტუმრა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრთან ერთად ახალციხეში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი ლევან ბერია იმყოფებოდნენ. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებს ჯავშანსატანკო ცენტრის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ლერი გელხაურმა უმასპინძლა. სტუმრებმა ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და მის შესაძლებლობებს გაეცნენ.

მოგვიანებით, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა რაბათის ციხეში გადაინაცვლეს, სადაც ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრის კურსების დასრულების ცერემონიალი გაიმართა. თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ უმცროს ოფიცერთა, ტანკის მეთაურთა და მექანიზირებულ სპეციალისტთა მსმენელებს კურსების წარმატებით დასრულება მიულოცეს და დიპლომები გადასცეს.

ცხრათვიანი მომზადების პროგრამა T-72, T-55 ტიპის ტანკების, ასევე ჯავშანტრანსპორტიორებისა და ქვეითთა საბრძოლო მანქანების БМП-1 და БМП-2 მართვას და ექსპლუატაციის შესწავლას გულისხმობდა. სამხედრო მოსამსახურეებმა საფუძვლიანი ტაქტიკური, ტექნიკური და საინჟინრო მომზადება გაიარეს. საწვრთნელი პროგრამა ძირითადად საველე-პრაქტიკულ სწავლებებს მოიცავდა.

სასწავლო კურსის დასრულების ცერემონიალს მუსიკალურად ფოლკლორული ანსამბლი „მესხეთი“ აფორმებდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics