2015-05-31 13:46:20, 453 ნახვა
საზოგადოება
„ნაციონალური მოძრაობა“ პოლიციელებს პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პოლიციელებს პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა თითოეულ პოლიციელს ულოცავს პროფესიულ დღესასწაულს. ვუცხადებთ თანადგომას, კრიმინალთან ბრძოლაში, ვუსურვებთ წინსვლას და წარმატებას, როგორც მათ საქმიანობაში, ასევე პირად ცხოვრებაში. თანამედროვე , პოლიციის შექმნა მოხდა სწორედ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში, ამიტომ, ჩვენთვის ორმაგად მნიშვნელოვანია მათი სამსახურებივ საქმიანობაში წარმატება.პროფესიულ დღეს ვულოცავთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის გმირულად გარდაცვლილ პოლიციელების ოჯახებს და კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ მათ“, –ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან